პრემიერი - ჩვენ გვახსოვს 2020, 2021, 2022 წლები, სანქციებით ხომ ვერავინ დააშანტაჟეს? აქედან გამომდინარე, შანტაჟს ახლაც არავითარი ფასი არ ექნება

ვერც ქართულ საზოგადოებაზე და ვერც ხელისუფლებაზე ვერავინ იშანტაჟებს, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, ელოდება თუ არა მმართველი გუნდი დასავლეთისგან სანქციებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში.

როგორც პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება სანქციებით ვერც 2020, 2021, 2022 წლებში დააშანტაჟეს.

„შანტაჟი ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ჩვენ გვახსოვს 2020, 2021, 2022 წლები. სანქციებით ხომ ვერავინ დააშანტაჟეს? აქედან გამომდინარე, შანტაჟს ახლაც არავითარი ფასი არ ექნება. ვერც ქართულ საზოგადოებაზე და ვერც ხელისუფლებაზე ვერავინ იშანტაჟებს“, -აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს