ეკა ხერხეულიძე უმრავლესობას - ხშირად ამბობთ, რომ გლობალური ომის პარტია ვართ - საქართველოში თუკი ვინმეა ომის პარტია და თან გლობალურის - ეს თქვენ ბრძანდებით

ხშირად ამბობთ, რომ გლობალური ომის პარტია ვართ. საქართველოში თუკი ვინმეა ომის პარტია და თან გლობალურის - ეს თქვენ ბრძანდებით, იმიტომ, რომ ათეულობით წლის განმავლობაში დაგროვილი მეგობრობა საფრთხის წინაშე დააყენეთ, - ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას უმრავლესობის დეპუტატებს.

მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ომი გამოუცხადა ქვეყნის ყველა მეგობარს, ვინც არაღიარების პოლიტიკას და სუვერენიტეტს იცავდა.

„ხშირად ამბობთ, რომ გლობალური ომის პარტია ვართ. საქართველოში თუკი ვინმეა ომის პარტია და თან გლობალურის - ეს თქვენ ბრძანდებით, იმიტომ, რომ ათეულობით წლების განმავლობაში დაგროვილი მეგობრობა დააყენეთ საფრთხის წინაშე. თქვენ ომი გამოუცხადეთ ყველა ჩვენს მეგობარს, ვინც არაღიარების პოლიტიკას და სუვერენიტეტს იცავდა. ეს არის ძალიან დიდი ხნის მონაპოვარი, ეს არ არის ერთი და ორი წლის საქმე. თქვენ დარტყმის ქვეშ დააყენეთ ჩვენი ქვეყნის პერსპექტივა. რაზე დგას სახელმწიფოებრიობა? - საზოგადოების ადეკვატურ გამოძახილზე რეალობასთან, თანადროულობასთან, ნების სიმტკიცესთან და მომავლის იმედთან. თქვენ ყველაფერი საფრთხის წინაშე დააყენეთ იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ისე, როგორ არასდროს, გვტოვებთ ობლებს ოკუპანტის წინაში“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

როგორც ხერხეულიძემ აღნიშნა, ახლა ყველა ქართველის ოცნება - საქართველოს დეოკუპაცია, ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დგას.

„როდესაც აქ აფხაზეთზეა საუბარი, საგულისხმო ერთი რამ არის - ჩვენი, ყველას ოცნება, რაც გახლავთ - საქართველოს დეოკუპაცია ყველაზე დიდი რისკის ქვეშ დგას, იმიტომ რომ აფხაზები, რომლებიც ჩვენ დაკვირვების თვალით გვიყურებენ დღეს და არჩევანს რუსეთსა და ევროპას შორის აკეთებენ, გვიყურებენ ჩვენ როგორ მოვიქცევით და უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, ვისთან ერთად ურჩევნიათ მათ ცხოვრება. ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენს მიერ დეკლარირებული ევროპული მისწრაფებები დღეს უკვე დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა და ბელარუსი სამაგალითოა. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დიდი მავთულხლართები შემოეხვევა აფხაზეთს, იმიტომ რომ მათი ინტერესები ჩვენსას აღარ დაემთხვევა“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება