არმაზ ახვლედიანი - ივანიშვილმა საქართველოს კრემლის წუმპეში ჩატოვება გადაწყვიტა - ახლა, როგორც არასდროს, აუცილებელია მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე პროტესტი, რომ ამ შავრაზმულმა დაჯგუფებამ საბოლოოდ თავისი ვერ გაიტანოს

ივანიშვილმა საქართველოს კრემლის წუმპეში ჩატოვება გადაწყვიტა - ახლა როგორც არასდროს, აუცილებელია მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე პროტესტი, იმისთვის, რომ ამ შავრაზმულმა დაჯგუფებამ ვერ გაიტანოს საბოლოოდ თავისი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სწორ, ეროვნულ, ევროპულ სავალ გზაზე დაბრუნება ჩვენი მტკიცე და დაუღალავი ერთობით არის შესაძლებელი.

"ივანიშვილმა გადაწყვიტა მთელი ჩვენი ქვეყნის, საქართველოს კრემლის წუმპეში ჩატოვება. ყველა, ვინც ახლა გამოვა საპროტესტო აქციაზე, ყველა, ვინც შეუერთდება აქციას, იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო იხსნას ამ წუმპისგან, იბრძვის იმისთვის, რომ ქვეყანაში დააბრუნოს კონსტიტუციური წესრიგი, იმისთვის, რომ საქართველომ არ დაკარგოს ევროპული მომავალი. ამიტომაც ახლა როგორც არასდროს, აუცილებელია მშვიდობიანი, მაგრამ მტკიცე პროტესტი, იმისთვის, რომ ამ შავრაზმულმა დაჯგუფებამ ვერ გაიტანოს საბოლოოდ თავისი. ჩვენ უნდა შევძლოთ საქართველოს დაბრუნება სწორ, ეროვნულ, ევროპულ სავალ გზაზე. ეს შესაძლებელია ჩვენი მტკიცე და დაუღალავი ერთობით", - განაცხადა ახვლედიანმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება