ფოთში აქცია „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართა

„კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ - ამ ლოზუნგით ფოთში, ნიკოლაძის კოშკთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გააპროტესტეს.

მათი განცხადებით, კანონპროექტი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, რაც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა მოაწყვეს. ისინი თავდაპირველად მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან გაჩერდნენ, ოდნავ მოგვიანებით ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან გადაინაცვლეს.

„ჩემს თანამოქალაქეებთან ვარ, იმისათვის, რომ გავაპროტესტო რუსული კანონი, გავაპროტესტო „ქართული ოცნების“ ეს წამოწყება, რადგან არ მინდა, ერთ დღესაც გავიღვიძო და რუსეთში აღმოვჩნდე. ჩემთვის და ჩემი შვილისთვის ევროპული მომავალი მინდა და არ მინდა მონობა, არ მინდა რუსეთი“,- განაცხადა აქციის მონაწილე მარიამ ტყებუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს