სებ-მა, ახლად გამოქვეყნებული კვლევითი ნაშრომის განსახილველად,  ეკონომისტებთან პირველი დისკუსია გამართა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ახლად გამოქვეყნებული კვლევითი ნაშრომის - "საბაზო ინფლაციის ალტერნატივა: ორ-კომპონენტიანი სამომხმარებლო ფასების ინდექსის დანერგვა პროგნოზირების და ანალიზის სისტემის (FPAS) მქონე ცენტრალურ ბანკებში" განსახილველად, ეკონომისტებთან პირველი დისკუსია გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა ადგილობრივ ეკონომისტებთან დისკუსიის ფორმატში წარიმართა. დაინტერესებულ მხარეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ კვლევის მთავარ მიგნებებსა და სამომავლო შესაძლებლობებზე.

„საზოგადოებასთან კომუნიკაცია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ-ის) ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნით, სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტი, ახლად გამოქვეყნებული კვლევითი ნაშრომების განსახილველად, ქვეყნის მასშტაბით ეკონომისტებთან ერთად პერიოდულ დისკუსიების სერიას გააგრძელებს.

დისკუსიების მიზანი მიმდინარე კვლევებზე უკუკავშირის მიღება, პოტენციური სამომავლო საკვლევი საკითხების იდენტიფიცირება და პროფესიული მსჯელობის ხელშეწყობაა. კვლევითი ნაშრომები, სადაც ავტორების პირადი ხედვები და კვლევის შედეგებია გადმოცემული, ცენტრალური ბანკებისთვის მნიშვნელოვანი თემების სიღრმისეულ შესწავლაში წვლილის შეტანას ისახავს მიზნად.

კვლევითი პუბლიკაციების ნახვა შესაძლებელია საქართველოს ეროვნული ბანკის კვლევითი ნაშრომების კატეგორიაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება