დღეიდან ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარის 300 000-დან 400 000 ლარამდე გაზრდის შესახებ

დღეიდან ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის ფინანსური კომიტეტის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 300 000-დან 400 000 ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი რეგულაციით, თუ მსესხებელს შემოსავალი ლარში აქვს და მისი ჯამური ვალდებულებები 400 000 ლარზე ნაკლებია, ამ შემთხვევაში კრედიტორს სესხის გაცემის უფლება მხოლოდ ლარში აქვს.

სებ-ის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი დავით უტიაშვილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას ყველაზე დროულს უწოდებს.

„ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთები შემცირებულია, ლარში მიმზიდველობა მაღალია, უცხოურ ვალუტაში კი გლობალურად გამკაცრებული საპროცენტო განაკვეთების შედეგად საპროცენტო განაკვეთები გაზრდილია, ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი, რის გამოც ველით, რომ მსესხებლებს ნაკლები ტვირთი შეექმნებათ“, - განაცხადა დავით უტიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო მონაცემებით, სავალუტო სესხების წლიური პორტფელი დაახლოებით 150 მილიონი დოლარია, რაც სებ-ის გადაწყვეტილების შედეგად უნდა შემცირდეს.

უტიაშვილის შეფასებით, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს დედოლარიზაციას. მისივე განმარტებით, მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, დოლარიზაცია ქართული ფინანსური სექტორისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და სასესხო პორტფელის 45%-ს შეადგენს. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს. ბანკები კაპიტალისა და ლიკვიდობის ჯანსაღ მაჩვენებლებს ინარჩუნებენ. საკრედიტო აქტივობა კი მდგრად დონეზეა.

„დოლარიზაცია ბოლო წლებში დაახლოებით 20%-ით შემცირდა, მსესხებლების რაოდენობა 140 000-დან 40-მდეა შემცირებული. პროგრესი მნიშვნელოვანია, მაგრამ ფორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილი 45%-ი ჯერ კიდევ დოლარიზებულია. ქვეყნის ფინანსური სისტემის პოზიტიური დინამიკის ფონზე ეროვნული ბანკი დედოლარიზაციის გრძელვადიანი გეგმის განხორციელებას აგრძელებს“, - აღნიშნა დავით უტიაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის