პარლამენტთან დაშავებული ახალგაზრდის მამა - მინდა ვუთხრა მთავრობას და კობახიძეს, რომ არ შეგრჩებათ ეს ამბავი

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე, თვალის არეში დაშავებული 25 წლის ახალგაზრდის მამის განცხადებით, „ნიუ-ჰოსპიტალსის“ ექიმებმა აცნობეს, რომ დაშავებულის თვალი "გადარჩენილია", თუმცა მისი თქმით, მთავრობას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ეს „არ შერჩებათ“.

„ექიმებმა მოგვახსენეს, თვალი გადარჩენილიაო, რაც მთავარია. რეზინის ტყვია წარბის არეში აქვს მოხვედრილი. ის სხვა მოქალაქეებს გაზის გაშვების დროს, ადგილის დატოვებაში ეხმარებოდა და მაგ დროს ესროლეს. იმედია, ამ დაზიანებას მხედველობაზე გავლენა არ ექნება. სხვა დაზიანებები არ აღენიშნება. მინდა ვუთხრა მთავრობას და კობახიძეს, რომ არ შეგრჩებათ ეს ამბავი. არც ჩემი შვილის ამბავი და არც არავისი - არ შეგრჩებათ, ყველას მოგეკითხებათ“, - განაცხადა დაზარალებულის მამამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება