მამუკა მდინარაძე - რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე  გადასვლა და სუფთა პროვოკაცია - შვილებო, ძმებო, დებო, მოგიწოდებთ, დაფიქრდით, თვითონ წაიკითხეთ, ვის ბრძოლაში ხართ, რის ბრძოლაში ხართ?

რასაც ვხედავთ, არის ვანდალიზმი, შეტევაზე გადასვლა და სუფთა პროვოკაცია, პასუხს გასცემს პოლიცია, „ბავშვები ცემესო“, გამოხტებიან და ვიღაცეები დაწერენ. ცოტა ადეკვატურები რომ ვიყოთ, ჯობია - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რუსთველის გამზირზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით.

მამუკა მდინარაძე მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, დაფიქრდნენ, ვის და რის ბრძოლაში არიან.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამას აქვს თავის საფუძველი. ამდენი ხნის განმავლობაში რომ ვიხვეწებით, ერთი არგუმენტი გვითხარით, გამჭვირვალობაში და დეკარაციის შევსებაში რა არის რუსული, ყველაფრის თავის სახელის დარქმევაში, თუ უცხოეთიდან ფინანსდები, ამ ფინანსებს თავისი ინტერესები მოსდევს, ამ ელემენტარულ ჭეშმარიტებაში, ამაზე ხომ პასუხი ვერ გაგვცეს. რაზეც რუსულიაო, დაიწყეს ლაპარაკი, ყველაფერი ამერიკულიდან გადმოწერილი აღმოჩნდა და რანაირად? ამ ბავშვებმაც ხომ უნდა იფიქრონ? შვილებო, ძმებო, დებო, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ყველას მივმართავ, დაფიქრდით, თქვენ თვითონ წაიკითხეთ, ვის ბრძოლაში ხართ, რის ბრძოლაში ხართ? გავა 10-15 წელი, გაიზრდებიან ეს ბავშვები, აუხსნიან მერე ერთმანეთს და დარწმუნებული ვარ, ზუსტად მიხვდებიან, რაშიც არის საქმე და რა დააყენეს პატრიოტიზმის მოტივით ისტორიის ცუდ მხარეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება