პარლამენტთან ე.წ. წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების გამო, ექიმების დახმარება ათობით მოქალაქეს დასჭირდა - სასწრაფო დახმარების მანქანებში დაშავებულები ამ დრომდე მიჰყავთ

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ე.წ წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენების გამო, პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა ათობით მოქალაქეს დასჭირდა.

საქართველოს პარლამენტთან აქციაზე დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანებში ამ დრომდე გადაჰყავთ და პირველად დახმარებას მათ სასწრაფოს ექიმები ადგილზე უწევენ.

ძირითადად, მოქალაქეებს სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აღენიშნებათ.

პარლამენტთან შეკრებილების დასაშლელად საპოლიციო ძალები ე.წ. წიწაკის სპრეის, ცრემლსადენ გაზსსა და ასევე, წყლის ჭავლს პერიოდულად უშვებენ, თუმცა აქციის მონაწილეები ჯერჯერობით საკანონმდებლო ორგანოსთან რჩებიან.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება