რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა - ტერიტორიაზე დასუფთავების სამსახურმა დაიწყო მუშაობა

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

ამ დროისთვის გამზირზე დასუფთავების სამსახურმა დაიწყო მუშაობა.

ახალგაზრდების ნაწილი, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, პარლამენტის მიმდებარედ კვლავ რჩება.

მანამდე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ აქციის მონაწილეებს პროტესტის მშვიდ გარემოში, პარლამენტის წინ გაგრძელებისკენ მოუწოდა.

პარლამენტთან დღის ბოლოს ორი პირი დააკავეს. მანამდე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, დაკავებული პირები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და სამართალდამცველებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეებმა შეკრება 1-ელ მაისს 17:00 საათიდან დაიწყეს. მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა კანონპროექტის მეორე მოსმენით მიიღეს და პარლამენტის შენობა დატოვეს, სპეცრაზმმაც საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორია დატოვა და შენობასთან მდებარე საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეზოში გადაინაცვლა. საპოლიციო ძალებმა პარლამენტის ეზოდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ტერიტორიიდან წყლის ჭავლის, ე.წ. წიწაკის სპრეის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება დაახლოებით 22:11 საათიდან დაიწყეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური საშუალებების გამოყენება მართლწესრიგის აღდგენის მიზნებით ახსნა და განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებმა დატოვეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, აქციის მონაწილეები გახდნენ აგრესიულები და საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელი რკინის კარების დაზიანება სცადეს.

ოფიციალური ინფორმაციით, 1-ელ მაისს, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა