ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმებას 7 ქვეყანასთან, მათ შორის აშშ-სთან გეგმავს

უკრაინა უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებებს კიდევ შვიდ ქვეყანასთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან, ამზადებს.

“ვამზადებთ უსაფრთხოების კიდევ შვიდ ახალ დოკუმენტს ჩვენი სახელმწიფოსთვის - ორმხრივ შეთანხმებებს უსაფრთხოების საკითხზე, კერძოდ, შეერთებულ შტატებთან უსაფრთხოების შეთანხმებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი განმარტებით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ზოგიერთი შეთანხმების პროექტი უკვე მომზადებულია და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული შეთანხმებები უახლოესი წლების განმავლობაში უკრაინის მხარდაჭერა გახდება, ვიდრე ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდება.

„ვავსებთ შეთანხმების პროექტებს უკრაინისა და უსაფრთხოების სფეროში ჩვენი და ჩვენი პარტნიორებისთვის უფრო ძლიერი შესაძლებლობებით. ცხადია, რომ განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება ყველაფერს, რაც რუსული ტერორისგან უკეთ დაგვიცავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება