ლოიდ ოსტინი იოავ გალანტს - რაფაჰში ისრაელის ნებისმიერი პოტენციური სამხედრო ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის სანდო გეგმას უნდა მოიცავდეს

აშშ-სა და ისრაელის თავდაცვის მინისტრებმა, ლოიდ ოსტინმა და იოავ გალანტმა სატელეფონო საუბარი გამართეს, - ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.

სატელეფონო საუბრის დროს, თავდაცვის მინისტრებმა „მძევლების თაობაზე მიმდინარე მოლაპარაკებები, ჰუმანიტარული დახმარების მცდელობები და რაფაჰის საკითხი განიხილეს“.

„ოსტინმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ვალდებულება ყველა მძევლის უპირობო დაბრუნებისადმი და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ რაფაჰში ისრაელის ნებისმიერი პოტენციური სამხედრო ოპერაცია უნდა მოიცავდეს სანდო გეგმას პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის შესანარჩუნებლად“, - აღნიშნულია პენტაგონის განცხადებაში.

ამასთან, ოსტინმა გაიმეორა შეერთებული შტატების ვალდებულება მხარი დაუჭიროს ისრაელს საკუთარი თავის დაცვაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება