ნიკოლოზ სამხარაძე აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, კონგრესმენებს - ჯერი კონოლის და ოსტინ სკოტს შეხვდა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებს, კონგრესმენებს ჯერი კონოლის და ოსტინ სკოტს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა განიხილეს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მიმართულებები, ორმხრივი ურთიერთობების გაფართოების შესაძლებლობები, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მნიშვნელობა და ივლისის ნატო-ს ვაშინგტონის სამიტთან დაკავშირებული საკითხები, უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესია, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, საქართველოს წინასაარჩევნო გარემო, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მნიშვნელობა.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში აშშ-ს ჩართულობის გაზრდის საჭიროებაზე და აშშ-ს შავი ზღვის სტრატეგიაში საქართველოს როლის მნიშვნელობაზე.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ქ. ვაშინგტონში. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება