Anonymous-ი აცხადებს, რომ საქართველოს მმართველი პარტიისა და POSTV-ის ვებგვერდები გატეხა

Anonymous-ი აცხადებს, რომ „საქართველოს მმართველი პარტიისა და მასთან აფილირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალება POSTV-ის“ ვებგვერდები გატეხა.

„რუსეთის მიერ კონტროლირებად საქართველოს მარიონეტ მთავრობას: ჩვენი გაფრთხილების მიუხედავად, თქვენ გადაწყვიტეთ ჩვენი მოთხოვნის უგულებელყოფა - შეგეწყვიტათ საპოლიციო სისასტიკე დემონსტრანტების წინააღმდეგ, გააგრძელეთ მათი დევნა და ზიანის მიყენება. მოქალაქეების წინააღმდეგ თქვენი არაჰუმანური ქმედებების გამო, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი მთავრობის ყველა ვებ-საშუალების დაზიანებას და გატეხას. ეს გაფრთხილება არ არის; ეს დაპირებაა. სანამ სამართალი არ გაიმარჯვებს, დაჰაკვა და პროტესტი მის ადგილს დაიკავებს. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის მიზანი თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას გაამართლებს.

არ დაგავიწყდეთ: საქართველო რუსეთი არ არის და არასდროს იქნება!“ - ნათქვამია ჰაკერული ჯგუფის Anonymous-ის განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება