ნათია თურნავა ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრის ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა 2-5 მაისს აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ნათია თურნავა მთავარი მომხსენებელი იქნება პანელურ დისკუსიაში „იდეები კოლაბორაციული ფინტექ გარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება“.

„დისკუსიაში ნათია თურნავასთან ერთად გლობალური ტექნოლოგიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის კორეის ბანკის პრეზიდენტი ჩენგ იონგ რი, სინგაპურის მონეტარული ორგანოს ფინტექ დირექტორი სოპნენდუ მოჰანტი, ლიეტუვის ბანკის საბჭოს წევრი სიმონას კრეპშტა და კომპანია Raisin-ის დირექტორი თამაზ გიორგაძე. აღნიშნულ პანელს მოდერატორობას ფინტექ და ინოვაციების სფეროში მოქმედი საკონსულტაციო კომპანია CreatLink-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ანა მაი გაუწევს.

ADB-ის წლიური შეხვედრების ფარგლებში დაგეგმილია სებ-ის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება კამბოჯის ეროვნულ ბანკთან, კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციებისა და კლირინგის ინსტიტუტთან და ფინტექ კომპანია Elevandi-სთან.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მონაწილეობას ასევე მიიღებს „საქართველოს ბანკის“ პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით - ტექნოლოგიის როლი ინკლუზიური ფინანსების ხელშეწყობასა და კლიენტების მდგრადობის ხელშეწყობაში.

გარდა ამისა, დაგეგმილია ნათია თურნავას შეხვედრები სსფ-ს ალტერნატიულ აღმასრულებელ დირექტორთან, ლიეტუვის ცენტრალური ბანკის ბორდის წევრსა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან.

საქართველო აზიის განვითარების ბანკის წლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა. ADB-ის 57-ე წლიური შეხვედრა თბილისში, 2-დან 5 მაისამდე გაიმართება. წლიური შეხვედრის სლოგანია: „ხიდი მომავლისკენ“. ოთხდღიანი ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია თემატური პანელური სესიები, პარალელური პანელური დისკუსიები და შეხვედრები. მაღალი დონის სესიების პანელებზე დისკუსიები გაიმართება გლობალური მნიშვნელობის სხვადასხვა საკითხებზე.

საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში თბილისი 68 ქვეყნის დელეგაციას და 4000-ამდე სტუმარს უმასპინძლებს. დაგეგმილია 70-ზე მეტი ღონისძიება.

წლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება