სალომე სამადაშვილი - პროტესტს ნამდვილად აქვს შედეგი იმიტომ, რომ დღეს ამ რუსული უმრავლესობის წევრებმა პარლამენტში მოსვლა ვერ გაბედეს, სხდომა ვერ ჩატარდა - მტკიცე წინააღმდეგობა რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს

ამ პროტესტს ნამდვილად აქვს შედეგი იმიტომ, რომ დღეს ამ რუსული უმრავლესობის წევრებმა ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა. სხდომა ვერ ჩატარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მტკიცე წინააღმდეგობა ამ რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის უკანა შესავლელთან ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მოსახლეობას 19:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან კვლავ შეკრებისკენ მოუწოდა.

„დავიწყებ იმით, რომ ძალიან დიდ მადლობას ვეტყვი ყველა მოქალაქეს, ვინც გუშინ გამოვიდა საქართველოს პარლამენტთან გამართულ სახალხო პროტესტზე. თქვენ ხედავთ, რომ ამ პროტესტს ნამდვილად აქვს შედეგი იმიტომ, რომ დღეს ამ რუსული უმრავლესობის წევრებმა ვერ გაბედეს პარლამენტში მოსვლა. სხდომა ვერ ჩატარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მტკიცე წინააღმდეგობა ამ რეჟიმის წინააღმდეგ უნდა გაგრძელდეს. ამიტომ, დღეს 7 საათზე ისევ ყველას ველოდებით პარლამენტთან. პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ დასრულდება რუსული რეჟიმი ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს