დმიტრო კულება - რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანას აზრი არ აქვს, თუ მას კეთილსინდისიერად მოქმედებას ვერ აიძულებ

სამშვიდობო მოლაპარაკებები გლობალურ სამშვიდობო სამიტზე დაგეგმილია რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე, ვინაიდან ახლა აზრი არ აქვს მოლაპარაკებებში აგრესორი სახელმწიფოს ჩართვას, რომლისგანაც კეთილსინდისიერ ქმედებას არ უნდა ველოდოთ, - შესაბამისი განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ გააკეთა.

„არსებობს მხოლოდ ორი გზა, რომლითაც რუსეთის მთავრობა შეიძლება კეთილსინდისიერად მოქმედებამდე მიიყვანო: პირველი არის წარმატება ბრძოლის ველზე და მეორე არის ქვეყნების კოალიციის შექმნა, რომლებიც იზიარებენ ერთსა და იმავე პრინციპებსა და მიდგომებს“, - აღნიშნა კულებამ.

მისი თქმით, რუსეთის მოლაპარაკებების მაგიდასთან მიყვანას აზრი არ აქვს, თუ მას კეთილსინდისიერად მოქმედებას ვერ აიძულებ.

„ვიცით, რომ აზრი არ აქვს რუსეთის მიყვანას მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ მას ვერ აიძულებ, კეთილსინდისიერად იმოქმედოს. ამ სამიტის მიზანია გააერთიანოს ქვეყნები, რომლებიც იზიარებენ პრინციპებსა და მიდგომებს, რომლებზედაც ისინი შემდგომ ქმედებებს აგებენ“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების მონაწილე, შესაძლოა, მხოლოდ გლობალური სამშვიდობო სამიტის შემდეგ გახდეს.

კულებამ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი არ შეიძლება დასრულდეს დაპირისპირებაში მონაწილე ორივე მხარის მონაწილეობის გარეშე.

შეგახსენებთ, 15-16 ივნისს შვეიცარია კიევის ინიციატივით ორგანიზებულ გლობალურ სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებს. პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის ფედერაციას ამ ღონისძიების ჩაშლა სურს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო