ხატია დეკანოიძე - პროპაგანდას, რომელსაც კობახიძე და სამთავრობო მედია ავრცელებს, რომ რაღაც რევოლუცია, გადატრიალება იგეგმება, სერიოზულად აღარავინ აღიქვამს

მმართველი გუნდი რომ საერთოდ ვინმეს პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ეს არის სასაცილო. იმიტომ, რომ მთელი პასუხისმგებლობა საერთოდ ყველაფერზე: ახალგაზრდების ცემაზე, ძალადობაზე, იმაზე, რომ სპეცრაზმი ლევან ხაბეიშვილს სასტიკად გაუსწორდა, ასევე, იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება კონსტიტუციური ფარგლებიდან გავიდა, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს და მმართველს გუნდს ეკისრება, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პროპაგანდას, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და მთელი სამთავრობო მედია ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც რევოლუცია, გადატრიალება იგეგმება, სერიოზულად აღარავინ აღიქვამს.

როგორც მან აღნიშნა, არცერთი პოლიტიკური პარტიის დაორგანიზებული არ არის ის პროტესტი, რომელიც უკვე მესამე კვირაა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ იმართება.

“რაც შეეხება ძალადობას, ეს არის სიცრუე. ეს პროპაგანდა არ მუშაობს. იმიტომ, რომ მე დილამდე ვიყავი რუსთაველზე, მე პარლამენტის წინა შესასვლელთან ვიდექი, ადამიანები თვითონ ალაგებდნენ ბარიკადებს, როდესაც ხელისუფლებამ და პოლიციამ საერთოდ ყველანაირი დაცვა პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიიდან მოხსნა, თვითონ ალაგებდნენ ბარიკადებს. მე ვიდექი შესასვლელთან და არავის უცდია არც შუშის ჩამტვრევა, არც შესვლა და არც რაიმე სახის პროვოკაცია. უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც ვიდექით პარლამენტის წინა შესასვლელთან, სპეცრაზმი შიგნიდან, პროვოკაციისთვის ბოთლებს გვესროდა და წყალს გვასხამდა და ა.შ.

ვინ იღებს პასუხისმგებლობას ლევან ხაბეიშვილს ცემაზე? კაცი ისე სცემეს, რომ ვერ ლაპარაკობს, კბილები და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს. ამაზე პასუხისმგებლობას ვინ იღებს? - მე მართლა მაინტერესებს! მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას ყველაფერზე, საკონსტიტუციო ჩარჩოდან გასვლაზე და იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ გეოპოლიტიკური არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ არ არის ქართველი ხალხის არჩევანი.

ჩემი აზრით, ძალიან უცნაურია და დიდი სითავხედეა, როდესაც საუბრობენ დემონსტრანტების და ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე. თუ ვინმეს ეკისრება აქ პასუხისმგებლობა, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ასევე, მისი წარმომადგენლობა პარლამენტში, რომლებმაც “რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს”, - განაცხადა დეკანოიძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია