თინა ბოკუჩავა -  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ღიად ამბობს, რომ „რუსული კანონის“ მიღება ჩაუხერგავს ქვეყანას გზას ევროპისკენ და ნატო-სკენ - ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს, რომ შემდეგი ნაბიჯი პერსონალური სანქციები იქნება

მერამდენე განცხადებაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომელიც ღიად ამბობს, რომ „რუსული კანონის“ მიღება ჩაუხერგავს ჩვენს ქვეყანას გზას ევროპისკენ და ნატო-სკენ - ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს, რომ შემდეგი ნაბიჯი აშშ-ს მხრიდან იქნება პერსონალური სანქციები იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბოკუჩავას განცხადებით, ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე ვხედავთ ახალგაზრდების მხრიდან თავდადებას, რათა „დავიცვათ ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი“.

„მერამდენე განცხადებაა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისგან, რომელიც ღიად ამბობს, რომ „რუსული კანონის“ მიღება ჩაუხერგავს ჩვენს ქვეყანას გზას ევროპისკენ და ნატო-სკენ. სწორედ ამიტომ ვხედავთ ასეთ თავდადებას, განსაკუთრებით ახალგაზრდების მხრიდან. ვხედავთ ყოველდღიურად მათ გამოსვლას რუსთაველი გამზირზე იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი. თუ შევხედავთ იმ წერილს, რომელიც გამოაქვეყნეს ძალიან გავლენიანმა ამერიკელმა კანონმდებლებმა, ვფიქრობ, ივანიშვილს კარგად უნდა ესმოდეს, რომ შემდეგი ნაბიჯი აშშ-ს მხრიდან იქნება პერსონალური სანქციები ყველა „ოცნების“ წარმომადგენლის მხრიდან, რომელიც საკუთარი ქმედებებით გზას უხერგავს ევროპისკენ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომელ განცხადებასაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება