კახა კალაძე პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებზე - არცერთ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩებოდა

არცერთ ევროპულ ქვეყანაში მსგავსი ქმედებები დაუსჯელი არ დარჩებოდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გუშინ, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოშიც ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება.

„საქართველოშიც ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება. ყველა დანაშაული იქნება აღკვეთილი და ყველაფერს მიეცემა სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც თბილისის მერმა განმარტა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანი არის გამჭვირვალობა.

„ყველამ უნდა იცოდეს, საიდან ფინანსდებიან ის ექსტრემისტული ორგანიზაციები, რომლებიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ეკლესიას, ჩვენს ტრადიციას, ღირებულებს, ყველაფერს ძვირფას, რაზეც ეს ქვეყანა დგას, რატომ ებრძვიან. საიდან ფინანსდებიან ეს ორგანიზაციები და ვინ არიან დონორები, ეს ყველაფერი უნდა იყოს ცხადი და გამჭვირვალე. რაც შეეხება მეორე მხარეს, მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერ გამოინახა ერთი ადამიანი, ვინც შეიძლება თქვას კონკრეტული არგუმენტი, რატომ არის აღნიშნული კანონი ცუდი, რატომ ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს, დემოკრატიას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, ადამიანის უფლებებს. ერთი ადამიანი ვერ მოინახა, რომ ერთი პატარა არგუმენტი მაინც იყოს, რატომ არის ცუდი აღნიშნული კანონპროექტი“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, გუშინ გამართულ აქციაზე აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანს გვერდითა შესასვლელთან ნაგვის ურნები მიიტანეს, რის შემდეგაც მათი მისამართით პარლამენტის ეზოდან წყლის ჭავლი გაუშვეს. ამას გარდა, მომიტინგეებმა ნაგვის ურნა მიიტანეს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან. მანამდე კი, ნაგვის ურნები განალაგეს სდსს-ს შესავლელთან, ასევე, დაანთეს ცეცხლი, რომელიც წყლის ჭავლის მანქანით ჩააქრეს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია