გია ვოლსკი სახელმწიფო დეპარტამენტის წერილზე - გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია და არანაირი საფრთხე რომელიმე ორგანიზაციას არ ემუქრება, როგორიც რუსულ ან სხვა ხისტ კანონებშია, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს გააჩნია

ჯერ ერთი ეს განცხადება მთავრდება იმით, რომ არააგრესიული ჯგუფების მიმართ არანაირი ძალა არ იქნას გამოყენებული, რაც სრულად შესრულებულია. არააგრესიული ჯგუფების მიმართ არასდროს არანაირი ძალა არასდროს იქნება გამოყენებული, განსხვავებით იმ ხელისუფლებისაგან, რომელიც სულ ახლახან 2012 წლამდე საქართველოს მართავდა. ამაში სრულად ვეთანხმებით, მაგრამ პოლიტიკური შეფასება რასაკვირველია, არ შეიძლება ჩვენთვის იქნეს მიღებული, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წერილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ქვეყნის დასავლურ კურსს არაფერი ემუქრება და შესაბამისად, ხელისუფლებისთვის მიუღებელია წერილის პათოსი, რომ საქართველოს დასავლური ტრაექტორია რისკის ქვეშაა. მისივე თქმით, გამჭვირვალობა ევროპული სტანდარტია და კანონში არაფერია ისეთი, რაც რომელიმე ორგანიზაციას საფრთხეს შეუქმნის.

„გამჭვირვალობა არის ევროპული სტანდარტი და არანაირი საფრთხე რომელიმე ორგანიზაციას არ ემუქრება ისეთი, როგორიც რუსულ ან სხვა ხისტ კანონებშია, რომლებიც ევროპულ ქვეყნებს და აშშ-ს გააჩნია. კატეგორიულად გამორიცხულია, რამე დაემუქროს ჩვენს საგარეო კურსს და ეს კანონი არც ერთი ნიშნით, არც პათოსით, არც შორეული გათვლით არც მოკლევადიან, არც საშუალოვადიან პერსპექტივაში ვერ გაიმეორებს იმას, ვინაიდან საზოგადოების შეკვეთა სხვა არის. ვერ შეჩერდება ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი, ჩვენ მყარად ვდგავართ ევროპულ ოჯახში. პრაქტიკულად არ არსებობს შეფასება, არც ერთი კატეგორიის მიმართულებით, სადაც საქართველოს რეიტინგი არ უსწრებს ევროკავშირის ბევრი ქვეყნის რეიტინგს, მართლმსაჯულებიდან დაწყებული, ეკონომიკური მაჩვენებლებით დამთავრებული." - განაცხადა ვოლსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება