თინა ბოკუჩავა - სინამდვილეში, ამ ყალბი სითამამის უკან შიში იმალება - მათი უტიფარი განცხადებები კი, პროტესტის მუხტს კიდევ უფრო გააბრაზებს და გააღვივებს

სინამდვილეში, ამ ყალბი სითამამის უკან შიში იმალება. მათი უტიფარი განცხადებები კი, პროტესტის მუხტს კიდევ უფრო გააბრაზებს და გააღვივებს, განსაკუთრებით თავისუფალ და თავისუფლების მოყვარულ ახალგაზრდებში,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა კახა კალაძის მხრიდან „ფორმულას“ ჟურნალისტზე სიტყვიერ შეურაცხყოფის მიყენებას.

როგორც ბოკუჩავა განმარტავს, შიში გამოჩნდა „ივანიშვილის სახეზეც, როცა მან რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას“ მიმართა.

„სინამდვილეში, ამ ყალბი სითამამის უკან შიში იმალება. ეს დავინახეთ მათ შორის არ შემდგარი დიქტატორის, შეშინებული ივანიშვილის სახეზე, რომელმაც დაძალებით ჩამოყვანილ საჯარო მოხელეებს რუსთაველზე მიმართა. ასევე, დღეს პარლამენტი საერთოდ ვერ შეიკრიბა, რადგან მხდალ, მოღალატეებს, იმ 83 მოღალატეს, რომელმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირა, საერთოდ აღარ სურს გამოჩენა და გარკვეული ტაიმაუტი აიღეს, რადგან ფიქრობენ, რომ ამით საზოგადოებას ბრაზი გადაუვლის, მაგრამ მათ უტიფარ განცხადებებში შიში იმალება, რაც კიდევ უფრო გააბრაზებს და გააღვივებს პროტესტის მუხტს, განსაკუთრებით, თავისუფალ და თავისუფლების მოყვარულ ახალგაზრდებში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი