ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩის N12-17-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

მისი თქმით, საცხოვრებელ სახლებს შორის არსებული სივრცის განახლება მალე დასრულდება.

„აქ მოეწყობა დასასვენებელი პარკი, რეაბილიტირდება საფეხბურთო მოედანი, რომლის სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, მოეწყობა მოსასვენებელი ფანჩატურები, სასეირნო ბილიკები და განათების სისტემა, დაირგვება ახალი ხე-მცენარეები, ასევე გვინდა, რომ ძაღლებისთვის დამოუკიდებელი სივრცე მოვაწყოთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

სამუშაოების შედეგად, 3 400 კვ. მ ფართობზე განახლდება სკვერის სივრცე და დამონტაჟდება შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყობა სატრენაჟორო და საბავშვო-გასართობი ზონა. ასევე, განათებისა და სარწყავი ქსელები; დაითესება ბალახი და დაირგვება 150 სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. გარდა ამისა, აღნიშნულ მისამართზე 300 კვ.მ ფართობის სპორტული მოედანიც რეაბილიტირდება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება