ევროკომისიის გენერალური დირექტორი - „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიუღებელია და შექმნის დაბრკოლებებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე - ბურთი ძალიან მყარადაა მთავრობის მოედანზე

მეორე მოსმენით მიღებული „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიუღებელია და შექმნის დაბრკოლებებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამასთან, 9 ნაბიჯზე პროგრესი ჯერჯერობით შეზღუდულია და ესეც არ არის კარგი. თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო, ჩვენ რეკომენდაციებს წარვადგენთ სექტემბერში, გამოვაქვეყნებთ ანგარიშს ოქტომბერ-ნოემბერში, ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო, მაგრამ ბურთი ძალიან მყარადაა მთავრობის მოედანზე, - ამის შესახებ ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოოპმანმა თბილისში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ყოფნის ორი დღის განმავლობაში ესაუბრა მთავრობის წარმომადგენლებს - პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ასევე ოპოზიციას.

„უნდა განვაცხადო, რომ სიტუაცია, უკიდურესად გაუარესებულია. თბილისის ქუჩაში ადგილი აქვს ძალადობას. ჩვენ ვგმობთ ძალადობას თბილისის ქუჩებში. სამწუხარო მოვლენები ვითარდება კანონმდებლობასთან დაკავშირებით. მეორე მოსმენით მიღებული „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მიუღებელია და შექმნის დაბრკოლებებს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამასთან, 9 ნაბიჯზე პროგრესი ჯერჯერობით შეზღუდულია და ესეც არ არის კარგი. თუმცა, ჯერ კიდევ არის დრო, ჩვენ რეკომენდაციებს წარვადგენთ სექტემბერში, გამოვაქვეყნებთ ანგარიშს ოქტომბერ-ნოემბერში, ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო, მაგრამ ბურთი ძალიან მყარადაა მთავრობის მოედანზე. ჩემი კარი ყოველთვის ღიაა და კომისია მზადაა კანდიდატ ქვეყანასთან იმუშაოს, აღმოვაჩინე გარკვეული ღიაობა ამის განსახორციელებლად“, - აღნიშნა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა.

მისი თქმით, საბოლოო ჯამში, ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას.

„ვიცი, რომ ქართველ ხალხს სურს, ევროკავშირს დაუახლოვდეს და მწამს, რომ ეს იქნება მთავრობის სურვილიც. იმედი მაქვს, რომ ამის საფუძველზე შეიძლება გადაიჭრას ის ძალიან რთული მდგომარეობა, რომელსაც დღეს ვხედავთ. რა თქმა უნდა, ამის იმედი მაქვს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ახლა ნაბიჯი საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას“, - განაცხადა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება