ევროკომისიის გენერალური დირექტორი - ევროკავშირმა გამჭვირვალობისა და დემოკრატიის შესახებ კანონის დირექტივა წარადგინა, რომელიც განსხვავებული ტიპის კანონია და კონკრეტული აქტორების იდენტიფიცირებას მიზნად არ ისახავს

ევროკავშირმა გამჭვირვალობისა და დემოკრატიის შესახებ კანონის დირექტივა წარადგინა, რომელიც ძალიან განსხვავებული ტიპის კანონია და საზოგადოებაში არსებული კონკრეტული აქტორების იდენტიფიცირებას მიზნად არ ისახავს, - ამის შესახებ ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა, ხერტ იან კოოპმანმა თბილისში, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ხერტ იან კოოპმანმა განმარტა თუ რა განსხვავებაა ევროკავშირის დირექტივასა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს შორის.

„ევროკავშირმა გამჭვირვალობისა და დემოკრატიის შესახებ კანონის დირექტივა წარადგინა, რომელიც ძალიან განსხვავებული ტიპის კანონია. მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ დემოკრატიისა და გამჭვირვალობის მხარეს ვდგავართ. კანონი საზოგადოებაში არსებული კონკრეტული აქტორების იდენტიფიცირებას მიზნად არ ისახავს და მათ უცხოური ინტერესების სასარგებლოდ მომუშავე აქტორებად არ განსაზღვრავს, როდესაც ისინი დაფინანსებას უცხოური წყაროებიდან იღებენ“, - განაცხადა ევროკომისიის გენერალურმა დირექტორმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება