ნათია თურნავა - საქართველოს საბანკო სექტორი გაციფრულებისა და ფინტექებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით რეგიონის ლიდერია

საქართველოში საფინანსო სექტორი არის მდგრადი და შოკებთან მედეგი, რაც 2023 წლის შედეგებმა დაადასტურა, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე შეფასებით, საქართველოს საბანკო სექტორი რეგიონში ლიდერია გაციფრულებისა და ფინტექებთან თანამშრომლობის თვალსაზრისით.

„ჩვენი ბანკები იმდენად ძლიერები არიან, რომ გადიან რეგიონის სხვადასხვა ქვეყნებში. მაგალითად, თიბისი ბანკი წარმოდგენილია უზბეკეთში ციფრული მიმართულებით. საქართველოს ბანკი შევიდა სომხეთში და იქ ერთ-ერთი წამყვანი ბანკი შეიძინა. ასევე სხვა ბანკებიც ძლიერდებიან, საკმარისი კაპიტალიზაციით გამოირჩევიან, საკმაოდ სოლიდური ლიკვიდურობის ბუფერები და მომგებიანობა გააჩნიათ. ეს გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ მომავალში ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი გამწევი ძალა იქნება და დარჩება ჩვენი საბანკო სექტორი“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, რა თქმა უნდა, ფინანსური სექტორის წინაშე არის რიგი გამოწვევებიც, რაც მეტწილად გეოპოლიტიკურ გაურკვევლობას უკავშირდება.

„ჩვენ კვლავაც უნდა გავაძლიეროთ ბუფერები. ჩვენი მხრივ, ვზრდით და ვახდენთ საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაციას, მაგალითად, თუნდაც ოქროს სახით და ეს მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ეროვნული ბანკისთვის. საფინანსო სექტორისთვის კი ეს არის მეტი კაპიტალიზაცია, მეტი დივერსიფიკაცია და რა თქმა უნდა, ამაში ბანკებს ვეხმარებით“, - განაცხადა თურნავამ.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება