ქუთაისი „ქუთაისქალაქობას“ აღნიშნავს

2 მაისს ქუთაისში „ქუთაისქალაქობა“ აღინიშნება. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დღე ქუთაისის დალოცვით დაიწყო. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ, სადღესასწაულო წირვაზე ბაგრატის ტაძარში შეკრებილ ადამიანებს „ქუთაისობა“ მიულოცა. ქალაქის დალოცვის ცერემონიას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები და ჩოხოსნები.

მათივე ცნობით, „ქუთაისქალაქობის“ აღნიშვნა „სამი ოთარის“ ძეგლთან გაგრძელდა.

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ოთარ სულაბერიძის, ოთარ მამფორიას და ოთარ ქორქიას ხსოვნას.

„ქუთაისქალაქობა 2024-ს“ ვულოცავ ჩვენს თანაქალაქელებს,

ვულოცავ ყველას, ვისაც უყვარს ჩვენი ქალაქი და ყოველ 2 მაისს ქუთაისისკენ მოისწრაფვის!

სავარდო და სამაისო ქუთაისის დღეა 2 მაისი. ამ დღეს ყველაზე ლამაზია, ყველაზე ლაღი და მიმზიდველი.

მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ ადამიანს, ვისი ძალისხმევითაც ქუთაისის ყოველი ახალი დღე წინაზე უკეთესია!

წელსაც, როგორც ყოველთვის, „ქუთაისქალაქობა“ დავიწყეთ ქალაქის დალოცვით, პატივი მივაგეთ სამი გამორჩეული ქუთაისელის, სამი ოთარის ხსოვნას. სწორედ ასეთი ადამიანები ჰქმნიდნენ ქუთაისის ღირსეულ ისტორიას და მაგალითს აძლევდნენ მომავალ თაობებს.

მშვიდობიან, სიყვარულით და სიხარულით სავსე დღეებს გისურვებთ!“ , - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება