ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ აზრი არ შეუცვლია

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, უკრაინაში დასავლეთის ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ აზრი არ შეუცვლია.

„როგორც უკვე აღვნიშნე, არაფერს გამოვრიცხავ, რადგან საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელიც არაფერს გამორიცხავს. ჩვენ საკმარისად გამბედავები არ ვიყავით და ჩვენი პასუხის საზღვრები იმ ადამიანის მიმართ განვსაზღვრეთ, ვისაც წითელი ხაზები არ აქვს და აგრესორია“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა The Economist-თან ინტერვიუში.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ მის მიერ გაკეთებულ თავდაპირველ განცხადებაზე მოსკოვის აგრესიულმა რეაქციამ აჩვენა, რომ მის კომენტარს სასურველი ეფექტი ჰქონდა.

„რუსებს რომ ფრონტის ხაზი გაერღვიათ, უკრაინის თხოვნა რომ ყოფილიყო - და ახლა ეს ასე არ არის - ჩვენ ამ კითხვას საკუთარ თავს სამართლიანად დავუსვამდით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მსგავსი სცენარის გამორიცხვა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში გაკვეთილები ვერ ვისწავლეთ“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს