ვენეციის კომისია საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ სასწრაფო მოსაზრებას ამზადებს

ვენეციის კომისია საქართველოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ სასწრაფო მოსაზრებას ამზადებს. ამის შესახებ განცხადებას ევროპის საბჭოს ვენეციის კომისია ავრცელებს.

“ვენეციის კომისია სასწრაფო მოსაზრებას ამზადებს საქართველოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტზე.

ვენეციის კომისიის დელეგაცია სასწრაფო მოსაზრების მომზადების კონტექსტში ონლაინ შეხვედრების სერიებს მართავს საქართველოში დაინტერესებულ მხარეებთან. მოსაზრება 2024 წლის 15 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის მხრიდან მოთხოვნას მოჰყვა”, - ნათქვამია განცხადებაში.

ინფორმაციის თანახმად, ვენეციის კომისიის დელეგაცია შეხვდა სახალხო დამცველსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ონლაინ მედიასაშუალებებსა და მაუწყებლებს. დელეგაციას ონლაინ შეხვედრა აქვს ჩანიშნული საპარლამენტო ფრაქციებთან და დამოუკიდებელ პარლამენტარებთან 2024 წლის 2 მაისს დისკუსიების გასაგრძელებლად.

მოსაზრება ვენეციის კომისიის პროცედურული წესების 14ა მუხლის სასწრაფო პროცედურის ფარგლებში გაიცემა და მომავალ კვირებში გამოქვეყნდება, რათა პარლამენტმა კანონის მიღებამდე მისი განხილვა შეძლოს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება