„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვას ცდილობდნენ

გმირთა მოედანზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნიდან ვარაზისხევისკენ მიმავალი გზი გადაკეტვას ცდილობენ.

ამ წუთებში, სამართალდამცველები გზაზე ვითარების დარეგულირებას ცდილობენ, მოქალაქეები გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადაჰყავთ და ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას აძლევენ.

აქციაზე სახელწოდებით “პიკეტირება - ხმაური თავისუფლებისთვის!” მოქალაქეები 18:00 საათიდან შეიკრიბნენ, მათი მიზანი გმირთა მოედნის სრული პიკეტირებაა.

მოქალაქეები ასევე ცდილობდნენ მერაბ კოსტავას ქუჩისკენ მიმავალი გზის გადაკეტვას. პოლიციამ ცოცხალი ჯაჭვი შეკრა და ცდილობდა მოქალაქეების შეჩერებას, თუმცა მათ სხვა ქუჩაზე გადაინაცვლეს. მონაწილეები ერთმანეთს მოუწოდებენ, გმირთა მოედნისკენ გადავიდნენ და მისი სრული პიკეტირება მოახდინონ. “ყველამ ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს და გმირთა მოედნისკენ დავიძრათ, გადავკეტოთ!”, - აცხადებენ აქტივისტები.

როგორც სამართალდამცველებმა შეკრებილ მოქალაქეებს განუცხადეს, გზის გადაკეტვა უკანონოა და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ამას აქციის მონაწილეების რაოდენობა მოითხოვს.

“გზის გადაკეტვა კანონით აკრძალულია. თუ ამ ტერიტორიაზე ვერ დაეტევით, მხოლოდ მაშინ გექნებათ გზის გადაკეტვის უფლება, ჩვენთან შეთანხმებით”, - განუცხადა სამართალდამცველმა აქტივისტებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება