თაკო ჩარკვიანი - როგორ მოუვიდა თავში, რომ ოდესმე საქართველო შეიძლება რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდეს? - ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული არ ვართ ლაჩრებად

ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული არ ვართ ლაჩრებად, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა "ინტერპრესნიუსს" პარლამენტთან განუცხადა, სადაც "უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია უნდა გაიმართოს.

ჩარკვიანის თქმით, "საქართველო რუსულ ორბიტაზე არ დაბრუნდება".

"რამდენი დღეა ვამბობ, რომ რეფერენდუმი ჩატარდა. რომ გადახედოთ, ეს არის რეფერენდუმი, ხალხმა ჩაატარა. უბრალოდ, იცით რა მაკვირვებს? როგორ მოუვიდა თავში, რომ ოდესმე საქართველო შეიძლება რუსეთის ორბიტაზე დაბრუნდეს? მოლოდინი ოპტიმისტური მაქვს, ის რაც არარსებულია, რაც არაორგანულია, ვერ მოხდება, ჩვენ ვბრუნდებით ჩვენს ოჯახში. ერთი ოლიგარქი თავის პატარ-პატარა კორუფციაში გაბმული ქსელით, რომლებიც ამ ქსელის ფასად ჰყიდიან ქვეყანას, ჩვენ ვერ მოგვერევიან. მთელი ახალგაზრდობა, რომ გვეგონა მხოლოდ სოციალურ ქსელში არიან, თურმე, რას ლაპარაკობ, იმ სოციალურ ქსელში თავის ქვეყნისთვის გასაფრთხილებელ ფრაზებს ეძებენ, მტრისთვის მოსახვედრს. ბედნიერი ვარ, რომ დაბადებული არ ვართ ლაჩრებად", - განაცხადა ჩარკვიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება