შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ევროკავშირმა აჩვენა, რომ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს - საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ყალბი ნარატივებისა და გამომწვევი რიტორიკისგან

საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ყალბი ნარატივებისა და გამომწვევი რიტორიკისგან, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტობიას ბილსტრომის განცხადებაშია ნათქვამი.

მინისტრის თქმით, კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა საქართველოსთვის.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ასიათასობით ქართველი ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გავიდა, რათა თავიანთი ხმა მიეწვდინა ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ. შვედეთი ახლოდან ადევნებს თვალს ამ მოვლენებს და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. შეკრების თავისუფლებას პატივი უნდა სცენ.

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირმა აჩვენა, რომ იმ მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ცოცხალი და დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს წინსვლაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

შემოთავაზებული კანონპროექტი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს მიერ გამოცხადებულ ევროკავშირის ამბიციებთან, რაც კონსტიტუციაშია ასახული და რომელსაც მისი მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა უჭერს მხარს. მიღების შემთხვევაში, ის ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროკავშირისკენ პროგრესს. საქართველოს მთავრობამ თავი უნდა შეიკავოს ყალბი ნარატივებისგან და გამომწვევი რიტორიკისგან. კანდიდატის სტატუსი ისტორიული შესაძლებლობაა საქართველოსთვის”, - ნათქვამია შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ტობიას ბილსტრომის განცხადებაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება