"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან.

როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, გმირთა მოედანზე, საიდანაც აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან აქციას უნდა შეერთებოდნენ, ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

ორგანიზატორებმა შეკრებილ საზოგადოებას კითხვით მიმართა - არიან თუ არა თანახმა გმირთა მოედანზე წასულიყვნენ, რასაც ხალხმა დასტურის ნიშნად ხელის აწევით უპასუხა.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები მსვლელობით გმირთა მოედნისკენ მიემართებიან და სკანდირებენ "საქართველო".

ამასთან, აქციის ორგანიზატორმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ 11 მაისს დიდი მანიფესტაცია უნდა მოეწყოს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება