„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის წინააღმდეგ 11 მაისს მასშტაბური მანიფესტაცია დაანონსდა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორები 11 მაისს დიდ მანიფესტაციას აანონსებენ.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა საკანონმდებლო ორგანოსთან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყველამ უნდა დაიმახსოვროს 11 მაისი და აქციაზე მივიდეს ყველა ის პირი, ვინც ჯერ პროტესტის გამოსახატად არ გამოსულა.

“მინდა დაიმახსოვროთ ეს თარიღი - 11 მაისი. 11 მაისს ყველამ ერთად მოვაწყოთ ძალიან დიდი მანიფესტაცია. დიდი, მშვიდობიანი, ძლიერი, თავდაჯერებული მანიფესტაცია. ჩაინიშნეთ ეს თარიღი. ყველამ ავიღოთ ეს დავალება, ის ადამიანები, ვინც ჯერ აქ {აქციაზე} არ ყოფილან მოვიყვანოთ”, - აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ცუცქირიძემ.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება