მეთიუ მილერი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - ძალიან ნათელი გავხადეთ, რამდენად სერიოზულად ვეკიდებით საკითხს - ენტონი ბლინკენი ახლოდან აკვირდება

ღრმად შეშფოთებულები ვართ კანონპროექტით, რომელიც საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება - ენტონი ბლინკენი ძალიან ახლოდან აკვირდება ამას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ რადგან ის ჯერ კიდევ კანონპროექტია საპასუხო ზომებზე კომენტარს არ გააკეთებს.

„ღრმად შეშფოთებულები ვართ კანონპროექტით, რომელიც ახლა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში განიხილება. ასევე, შეშფოთებულები ვართ და ვგმობთ ყალბ ნარატივს, რომელიც საქართველოს ოფიციალურ პირებს აქვთ ამ კანონპროექტის დასაცავად, ასევე, ანტიდასავლურ რიტორიკას, რომლითაც "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ საქართველო სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენა და რომელიც ძირს უთხრის საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აშშ-საქართველოს ურთიერთობებს. ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია და კომენტარს არ გავაკეთებ, წინასწარ ან განვიხილავ კონკრეტულ პასუხებს, რომლებიც შეიძლება მივიღოთ, მაგრამ ძალიან ნათელი გავხადეთ, რამდენად სერიოზულად ვეკიდებით ამ საკითხს და როგორი შეშფოთებულები ვართ...

შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ის [ბლინკენი] ძალიან ახლოდან აკვირდება ამას, მიუხედავად იმისა რომ მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობს სხვა ქვეყნებში, მაგრამ ის რეგულარულ განახლებებს იღებს", - განაცხადა ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო