უკრაინის დაზვერვაში აცხადებენ, რომ ქვეყანა მხოლოდ ბრძოლის ველზე ვერ გაიმარჯვებს და ასეთი ომები ხელშეკრულებებით მთავრდება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, ვერ ხედავს გზას, რომ უკრაინამ ომი მხოლოდ ბრძოლის ველზე მოიგოს და მიაჩნია, რომ ასეთი ომები მხოლოდ ხელშეკრულებებით შეიძლება დასრულდეს.

მისი თქმით, მაშინაც კი, თუ უკრაინა შეძლებს, რუსული ჯარები თავის საზღვრებთან დააბრუნოს, რაც სულ უფრო შორეული პერსპექტივაა, ეს ომს არ დაასრულებს.

სკიბიცკიმ აღნიშნა, რომ ახლა ორივე მხარე ცდილობს დაიკავოს „სასარგებლო პოზიცია“ პოტენციური მოლაპარაკებების წინ, მაგრამ, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, შეიძლება, 2025 წლის მეორე ნახევრამდე არ დაიწყოს.

მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე აცხადებს, რომ იარაღი, შესაძლოა, ორივე მხარეს დაუმთავრდეს, მაგრამ თუ სხვა ასპექტებში არაფერი შეიცვლება, უკრაინა პირველი იქნება, რომელსაც იარაღის მარაგი ამოეწურება.

სკიბიცკი აცხადებს, რომ ომის ყველაზე დიდი უცნობი ფაქტორი ევროპაა. თუ უკრაინის მეზობლები არ იპოვიან გზას კიდევ უფრო გაზარდონ თავდაცვის წარმოება უკრაინის დასახმარებლად, საბოლოოდ ისინიც რუსეთის სამიზნეში აღმოჩნდებიან.

„ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას. არჩევანი არ გვაქვს. გვინდა ვიცხოვროთ. მაგრამ ომის შედეგი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული“, - აღნიშნა ვადიმ სკიბიცკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია