ჯო ბაიდენი - იაპონია, ინდოეთი, ჩინეთი და რუსეთი ქსენოფობიური ქვეყნები არიან, მათ მიგრანტების მიღება არ სურთ

ჯო ბაიდენმა იაპონიას, ინდოეთს, ჩინეთსა და რუსეთს „ქსენოფობიური“ ქვეყნები უწოდა, რომლებიც მიგრანტებს არ მიესალმებიან.

ფონდების მოძიების ღონისძიებაზე, სადაც დონორ აუდიტორიას ძირითადად აზიელი წარმოშობის ამერიკელები შეადგენდნენ, ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ-ის მომავალი არჩევნები ეხება „თავისუფლებას, ამერიკასა და დემოკრატიას“ და რომ ერის ეკონომიკა სწორედ მათი და მრავალი სხვა მათი მსგავსის დამსახურებით ყვავდება.

„რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ მივესალმებით იმიგრანტებს. ნახეთ, დაფიქრდით, რატომ ფერხდება ჩინეთი ეკონომიკური თვალსაზრისით? რატომ აქვს პრობლემები იაპონიას? რუსეთს? ინდოეთს? იმიტომ რომ ისინი ქსენოფობიური ქვეყნები არიან. მათ არ სურთ იმიგრანტები“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, მიგრანტები აშშ-ს აძლიერებენ.

”იმიგრანტები არიან ისინი, რაც გვაძლიერებენ. ეს არ არის ხუმრობა. ეს არ არის ჰიპერბოლა, რადგან გვყავს მუშების ნაკადი, რომლებსაც სურთ აქ ყოფნა და წვლილის შეტანა“, - აღნიშნა ბაიდენმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება