სიმონას კრეპშტა - მისასალმებელია, რომ საქართველო მიისწრაფვის დიდ წარმატებას მიაღწიოს ფინტექის სფეროში

მისასალმებელია, რომ საქართველოს აქვს მიზანი და მისწრაფება, დიდ წარმატებას მიაღწიოს ფინტექის სფეროში, მეტი კომპანია ჰყავდეს და მეტი მომსახურება შესთავაზოს მომხმარებლებს, - აღნიშნა ლიეტუვას ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრმა სიმონას კრეპშტამ, რომელიც აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „იდეები კოლაბორაციული ფინტექ გარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება“ მონაწილეობდა.

პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა იყო.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დისკუსიის ფარგლებში განიხილეს ფინტექის განვითარების და საერთაშორისო გადახდების მხარდასაჭერი ინიციატივები, ასევე გააზიარეს სხვადასხვა რეგიონის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

სიმონას კრეპშტას განცხადებით, ფინტექის სფეროში მსოფლიოში დიდი აქტივობა შეინიშნება, მომავალი წლიდან კრიპტოსექტორი დარეგულირდება, გააქტიურებულია ხელოვნური ინტელექტის საკითხი, რასაც ფინანსური ტექნოლოგიის მიმართულებით მომუშავე კომპანიები აქტიურად ითვისებენ. ახალი რეგულაციები და მიდგომები კი ევროპასა და სხვა ქვეყნებში მეტი მყისიერი გადახდის დანერგვის წინაპირობაა.

„პანელურ დისკუსიაზე კარგი შესაძლებლობა გვქონდა გლობალურ ფინტექ ეკოსისტემაში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრა და გამოცდილება გაგვეზიარებინა. საქართველოს და ლიეტუვას მსგავს პატარა ქვეყნებს ბევრი საერთო, დიდი იმედები და თავდადება გვაქვს უკეთესი ფინანსური ინსტიტუტები გვქონდეს“, - განაცხადა სიმონას კრეპშტამ.

მათივე ცნობით, პანელური დისკუსიის დასრულების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ლიეტუვის ცენტრალური ბანკის საბჭოს წევრთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მხარეებმა ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკების ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო, ერთობლივ აქტივობებზე იმსჯელეს.

ლიეტუვა ევროკავშირში ერთ-ერთი მთავარი ფინტექ ჰაბია. მას ყველაზე მეტი ფინტექ კომპანია ჰყავს ლიცენზირებული ისეთ ქვეყნებთან შედარებით, როგორიც არის გერმანია, ნიდერლანდები და სხვა დიდი სახელმწიფოები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს