ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ს სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინთან და სენატორ პიტ რიკეტსთან ორმხრივი ურთიერთობები განიხილა

ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და დელეგაციის წევრები აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრს, ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს სენატორ ჯინ შაჰინს და სენატორ პირ რიკეტს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრისას, ყურადღება დაეთმო საქართველოში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ ვითარებას, მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესს და წინასაარჩევნო გარემოს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოთხოვნებს და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივას.

„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აშშ-ს მიერ საქართველოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და შავი ზღვის უსაფრთხოების პროცესში აშშ-ს ჩართულობის გაზრდაზე, ასევე, საქართველოს როლზე რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე. საუბარი აგრეთვე შეეხო რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას.

აღინიშნა, რომ აშშ- საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების გაძლიერება ორივე მხარის ინტერესშია და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას საჭიროებს.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით ზილფიმიანი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი რამაზ ნიკოლაიშვილი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება