შოთა შალელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ უგუნური მოქმედებით, რასაც „გამჭვირვალობის“ კანონი დაარქვეს, ისეთი ჯინი გამოუშვეს ბოთლიდან, რომლის უკან დაბრუნება უკვე აღარ შეუძლიათ

პარტიის, „თაობები საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, შოთა შალელაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ უგუნური მოქმედებით, რასაც „გამჭვირვალობის“ კანონი დაარქვეს, ისეთი ჯინი გამოუშვა ბოთლიდან, რომლის უკან დაბრუნება უკვე აღარ შეუძლიათ.

როგორც შალელაშვილი აცხადებს, ხალხი მმართველ პარტიას საკადრის პასუხს გასცემს.

„ქართული ოცნების“ წევრებო, მათთან დაახლოებულო და მხარდამჭერო საზოგადოებავ! თქვენ, თქვენი უგუნური მოქმედებით, კანონპროექტის ინიციირებით რასაც „გამჭვირვალობის“ კანონი დაარქვით, ისეთი ჯინი გამოუშვით ბოთლიდან, რომლის უკან დაბრუნება უკვე აღარ შეგიძლიათ.

თქვენ დაუპირისპირდით თქვენ მოქალაქეებს და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას, რომელიც არის თავისუფალ საქართველოში დაბადებული.

„სამშობლოს სიყვარული, მშობლიური კულტურა, მშობლიური ქალაქი და მშობლიური ენა“ - არის გადამწყვეტი მნიშვნელობის თუ როგორ განვითარდება საზოგადოება. ასე იწყება პატარა სიყვარული ჩვენი ოჯახის, ჩვენი სახლის, ჩვენი სამშობლოს, სახელმწიფოს ისტორიისა, მისი წარსულისა და აწმყოსადმი.

ყველა სტუდენტმა იცის მისი სამშობლოს ისტორია, მისი ხალხის გმირული წარსული, აქვს საკუთარი სამოქალაქო პოზიცია, იყოს ძლიერი და მამაცი, ყოველთვის მზად არის, დაიცვას თავისი რეგიონის, სამშობლოს ინტერესები.

აი, ამ ახალგაზრდა თაობას უპირისპირდებით და ქვეყანას დიდი რისკის ქვეშ აყენებთ. მოგიწოდებთ გაიწვიოთ ეს კანონპროექტი, რაც შეიძლება სწრაფად, თორემ ვერც „ქართული ოცნება“ გიხსნით გარდაუვალი კრახისგან და ვერც „ამერიკული და ევროპული ოცნება“,- განაცხადა შოთა შალელაშვილმა, რომლის კომენტარსაც „თაობები საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია