კახა კალაძე - ვუერთდები „არა რუსულ კანონს“, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და მომავალშიც არასდროს მიიღება - გამჭვირვალობის კანონპროექტი სუფთა ქართული კანონია და მიღებული იქნება

მე ვუერთდები „არა რუსულ კანონს“. რა თქმა უნდა, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და მომავალშიც არასდროს მიიღება - [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ] კანონპროექტი მიღებული იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ნაკრების წევრების მოწოდებას ხელისუფლების მიმართ ე.წ. რუსული კანონის გაწვევასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტი არის სუფთა ქართული კანონი, რომელიც საქართველოს ინტერესებს იცავს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვუერთდები „არა რუსულ კანონს“, რა თქმა უნდა, რუსული კანონები საქართველოში არასდროს მიღებულა და მომავალშიც არასდროს მიიღება. აღნიშნული გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, ეს არის სუფთა ქართული კანონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავს, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს და რა თქმა უნდა, აღნიშნული კანონპროექტი მიღებული იქნება“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება