კახა კალაძე ჟურნალისტებს - მომაყენოთ შეურაცხყოფა და თავი დაგიხაროთ?! - თუ იქნება ჩემს მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, იგივე დაგიბრუნდებათ

მომაყენოთ შეურაცხყოფა და თავი დაგიხაროთ?! - თუ იქნება ჩემს მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, იგივე დაგიბრუნდებათ, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, კახა კალაძე გუშინ მომხდარ ფაქტს, როდესაც მან ერთ-ერთ ჟურნალისტს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, მედიის დამოუკიდებლობა არ ნიშნავს, რომ ადამიანს უტიფარი უწოდო.

"დღეს პრესის საერთაშორისო დღეა. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ. თავისუფლება და დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ადამიანს მიაყენო შეურაცხყოფა, უტიფარი უწოდო. მგონი, ჩვენ არ გვაქვს ის დამოკიდებულება, რომ ამ ტერმინოლოგიით მივმართოთ ერთმანეთს. შეიძლება პოლიტიკოსი იყო, განსხვავებული მოსაზრება გქონდეს, ნუ გექნებათ ილუზია, არ გაქვთ უფლება ადგეთ და შეურაცხყოფა მომაყენოთ ან მე, ან კონკრეტულ პოლიტიკოსს.

მომაყენოთ შეურაცხყოფა და თავი დაგიხაროთ?! როდესაც ადამიანს ეუბნები "უტიფრად იტყუები"... მე არ გაკადრებთ ასეთ რაიმეს. შესაძლოა, გქონეთ განსხვავებული მოსაზრებები. რამდენჯერ ყოფილა "ტვ პირველთან" შევსრულვართ პოლემიკაში. არასდროს გვიკადრებია ერთმანეთისთვის მსგავსი ტიპის შეურაცხყოფა. არავისთვის მიკადრებია თავდასხმა და შეურაცხყოფის მიყენება, ყოველთვის თავდაცვის რეჟიმში ვარ. თუ იქნება ჩემს მიმართ შეურაცხყოფა, მერწმუნეთ, იგივე დაგიბრუნდებათ. კიდევ ერთხელ გილოცავთ საერთაშორისო დღეს“, - აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, ამ ქვეყანაში ძალადობას ახალისებენ კონკრეტული ტელევიზიები, რადიკალურად განწყობილი ექსტრემისტული ჯგუფები და პრეზიდენტი.

"დამისახელეთ, სად ნახეთ ვინმეს მიმართ მტრობა? დამისახელეთ ფაქტი. რაც შეეხება 5 ივნისს, რაზეც საუბრობთ, მძიმე ფაქტი იყო. ძალადობა მიუღებელია. ვინც ამ ქვეყანაში ძალადობას ახალისებს, ეს ხართ კონკრეტული ტელევიზიები, პრეზიდენტი რადიკალურად განწყობილი ექსტრემისტული ჯგუფები, ვისი დაფინანსებაც ხდება დასავლეთიდან.

რატომ არ გიჩნდებათ პროტესტი, როდესაც კოლეგებს თავს ესხმიან აქციებზე? ეს ძალიან მძიმეა. რა ევროპულობაზე ვსაუბრობთ, რა დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, განსხვავებული აზრის მოსმენის კულტურა არ გვაქვს და მიმღებლობა. რა თქმა უნდა, არ არის კულტურა, როდესაც ჟურნალისტი კადრულობ, თავხედობ, შეურაცხყოფას აყენებ რესპონდენტს. ეს არ არის სწორი“,- აღნიშნა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება