ნათია თურნავა კორეის ბანკის პრეზიდენტს ჩენგ იონგ რის შეხვდა

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, რომლის მასპინძელი ქვეყანა საქართველოა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, კორეის ბანკის პრეზიდენტთან ჩენგ იონგ რისთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

ეროვნული ბანკის ცნობით, მხარეებმა ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს.

„ჩენგ იონგ რიმ ყურადღება გაამახვილა მყისიერი გადახდის სერვისებზე და ამ მიმართულებით სებ-თან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრის ფარგლებში, ნათია თურნავამ კორეის ბანკის პრეზიდენტს ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების კუთხით ეროვნულ ბანკში შემუშავებული და დანერგილი მარეგულირებელი ჩარჩო ლიცენზირების წესები და სხვადასხვა რეჟიმები გააცნო.

ნათია თურნავამ, ხაზი გაუსვა ციფრული ბანკების მნიშვნელობას, რაც ქვეყნებს შორის გადახდების გაზრდის კიდევ ერთი წყაროა. მისი თქმით, ეროვნული ბანკი 2025 წლისთვის მყისიერი გადახდების პროექტის განხორციელებას გეგმავს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადახდის სერვისებს.

კორეის ბანკის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის პანელურ დისკუსიაში - "იდეები კოლაბორაციული ფინტექ გარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა კორიდორის მომენტუმის გამოყენება".

პანელური დისკუსიის მთავარი მომხსენებელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა იყო. დისკუსიის ფარგლებში განიხილეს ფინტექის განვითარების და საერთაშორისო გადახდების მხარდასაჭერი ინიციატივები და გააზიარეს სხვადასხვა რეგიონის საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს