კახა კალაძე - როგორ შეიძლება შეადარო, როგორ ხდებოდა დემონსტრაციის დაშლა საფრანგეთში და რა ხდებოდა ჩვენთან - იქ სისასტიკით უსწორდებოდა პოლიცია ადამიანებს

როგორ შეიძლება, შედარება გააკეთო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხდებოდა დემონსტრაციის დაშლა პირობითად საფრანგეთში და რა ხდებოდა ჩვენთან - ამის შედარება ვერ მოხდება, რადიკალურად განსხვავებული თემებია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ჩვენ ვიხილეთ, რა სისასტიკით უსწორდებოდა იქ პოლიცია მანიფესტაციაზე მყოფ ადამიანებს, ნუ, ეს წარმოუდგენელია უბრალოდ. ეგეთი რამე, რომ საქართველოში ვინმემ გააკეთოს, ნუ, არ ვიცი, რა“, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გუშინ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს.„საფრანგეთი საქართველოში არსებულ ვითარებას თვალს შეშფოთებით ადევნებს. იგი, უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობის გამოყენებას გმობს. საქართველომ ძალისხმევა უნდა გააგრძელოს, რათა ევროკავშირს თავისი მოსახლეობის სურვილის შესაბამისად დაუახლოვდეს“, - წერს საფრანგეთის საგარეო უწყება X-ზე.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება