ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა სრულდება

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

მისი თქმით, დედაქალაქში მსგავსი მასშტაბის სამანქანო ხიდის მშენებლობის პროექტი საბჭოთა კავშირის შემდეგ არ განხორციელებულა.

„ეს იქნება ორზოლიანი გზა. ასევე, მოეწყობა ტროტუარი და საველოსიპედე ბილიკი. ხიდის ერთ მხარეს ასფალტის ქვედა ფენები დაგებულია, მიმდინარეობს საიზოლაციო სამუშაოები. აღსანიშნავია, რომ ყველა მასალა, რაც გამოყენებულია მშენებლობისას საქართველოშია ნაწარმოები”, - განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციის თანახმად, ამჟამად, ხიდზე დასრულებულია რკინა-ბეტონის ფილებისა და სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა. მონტაჟდება გარე განათების ქსელიც, ხოლო ხიდის სავალ ნაწილზე დაწყებულია ასფალტის საფარის დაგება. აღნიშნული სამუშაოები მაისის ბოლომდე დასრულდება.

ადგილზე დედაქალაქის მერთან ერთად ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე და საკრებულოს წევრი ავთანდილ ცინცაძე იმყოფებოდნენ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება