საქართველოში ფინტექ ინდუსტრიის განვითარების მიზნით, სებ-ი გლობალური ფინტექ ეკოსისტემის ლიდერ კომპანია Elevandi-სთან მჭიდრო თანამშრომლობას იწყებს

აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და Elevandi-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ეროვნული ბანკის ცნობით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასა და სინგაპურის მონეტარული ორგანოს ფინტექ დირექტორის სოპნენდუ მოჰანტის შორის გამართულ შეხვედრაზე, ერთობლივი პროექტებისა და აქტივობების შესახებ იმსჯელეს. მხარეები სამოქმედო გეგმას შეიმუშავებენ, რომელიც რეგიონში ფინტექ ინდუსტრიის განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

ნათია თურნავასთან შეხვედრისას, სოპნენდუ მოჰანტიმ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს რეგიონის ფინტექ ჰაბად განხილავს და ფინანსური ტექნოლოგიების ინდუსტრიის განვითარებაში აქტიურ მხარდაჭერას ჰპირდება.

Elevandi-ს მხარდაჭერით, საქართველოს ფინტექ ეკოსისტემის პოპულარიზაციის მიზნით იგეგმება სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება, რაც საქართველოში არსებულ და პერსპექტიულ ფინტექ კომპანიებს ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებაში დაეხმარება. მოეწყობა მრგვალი მაგიდის დისკუსიები და ფორუმები, რომლებიც გააერთიანებს მარეგულირებლებს, პოლიტიკის შემქმნელებს და დარგის ლიდერებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება