შალვა პაპუაშვილი - მიღებული კანონი, სხვა ორგანიზაციებთან ერთად EED-ის და NED-ის გამჭვირვალობასაც შეეხება - ამიტომ ჩანს პირდაპირი დაინტერესება, რომ რამენაირად ხელი შეუშალონ ამ კანონის მიღებას

განსაკუთრებით, გარკვეული ჯგუფიდან მომდინარე ისტერიული რეაქციიდან ვხედავთ, რომ, სინამდვილეში, პრობლემა არის იმაში, რომ გამჭვირვალობის ვალდებულება დადგება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი განცხადებით, ეს განცხადებები, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა დამოკიდებულება აქვთ ამ ორგანიზაციებს და დონორებს ქართველი ხალხის მიმართ.

„გუშინ ვნახე განცხადება „ამერიკის დემოკრატიის ფონდის“, NED-ის ხელმძღვანელის, ასევე ერთ-ერთი ევროპარლამენტარის, დევიდ მაკალისტერის, რომელიც გახლავთ „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი. ვნახეთ, ერთი მხრივ, „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ მმართველი საბჭოს ხელმძღვანელის, მეორე მხრივ, „ამერიკის დემოკრატიის ფონდის“ ხელმძღვანელის განცხადებები, რომლებმაც, ნაცვლად იმისა, რომ ეთქვათ, მზად არიან გამჭვირვალობისთვის, ხუთი წუთი დაეთმოთ იმისთვის, რომ გაესაჯაროებინათ საკუთარი პროექტები, მათი მხრიდან ვხედავთ ყალბი ნარატივის დამკვიდრების მცდელობას, თითქოს არის მშვიდობიანი აქციები. ამ მხრივ, გარკვეულ მხარდაჭერას იჩენენ, მათ შორის ძალადობრივი ქმედებების მიმართ. მეორე მხრივ, არის გარკვეული მცდელობა, რომ არ იქნეს მიღებული კანონი, რომელიც, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მათი ორგანიზაციების - EED-ის და NED-ის გამჭვირვალობასაც შეეხება. ამიტომ ჩანს პირდაპირი დაინტერესება, მათ შორის, საქართველოში პოლიტიკური უმცირესობის წახალისება, რაიმენაირად ხელი შეუშალონ ამ კანონის მიღებას. გარდა ამისა, ამ განცხადებებშიც, განსაკუთრებით NED-ის ხელმძღვანელის განცხადებაში, გარკვეული მუქარა იგრძნობოდა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ; ისევე როგორც ევროპარლამენტარების განცხადებაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა დამოკიდებულება აქვთ ამ ორგანიზაციებს და დონორებს ქართველი ხალხის მიმართ. ალბათ, საქართველოსთან დაკავშირებით არასრულფასოვანი სახელმწიფოს შთაბეჭდილება აქვთ, როდესაც ასეთი მუქარანარევი ტონით არის მიმართვა ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლებისადმი. ნაცვლად იმისა, რომ აიღონ საკუთარი პასუხისმგებლობა და იყვნენ საჯარო, გამჭვირვალე ქართველი ხალხის მიმართ, ვხედავთ აბსოლუტურად ყალბი ნარატივის დამკვიდრების მცდელობას და ძალადობის წახალისებას თბილისის ქუჩებში, პოლიტიკური უმცირესობების აქციების ფარგლებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა