შალვა პაპუაშვილი - პროცესი, გამოხმაურებები და მცდელობა, ყალბი ნარატივის დამკვიდრებით შეებრძოლონ ამ კანონპროექტს, აჩვენებს, რომ კანონპროექტი ქართველი ხალხის ინტერესშია

საერთო ჯამში, თავად ეს პროცესი, გამოხმაურებები და, მათ შორის, მცდელობა, დეზინფორმაციით და ყალბი ნარატივის დამკვიდრებით შეებრძოლონ ამ კანონპროექტს, აჩვენებს, რომ კანონპროექტი ზუსტადაც რომ ქართველი ხალხის ინტერესშია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ჩანს ზოგიერთი დონორი და ,,ენჯეო’’ კარგად ხვდება, რომ კანონის ამოქმედებს შემდეგ, მათ დაფინანსებებში უფრო მეტ სიცხადეს შევა და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა უფრო მეტს გაიგებს თუ რაში იხარჯება თანხები.

„მე გუშინ მქონდა, მათ შორის, შეხვედრა ევროკომისიის წარმომადგენლებთან და მათაც ვესაუბრე კიდევ ერთხელ „ევროპის დემოკრატიის ფონდის“ პროექტებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მივიღე დასტური, რომ „ევროპის დემოკრატიის ფონდის“, EED-ის დაფინანსებებში არსებობს გარკვეული კითხვის ნიშნები, მათ შორის ევროკომისიაში, რა საკითხებს ხმარდება ესა თუ ის თანხა და რა პროექტები ფინანსდება, პოლიტიკურად რამდენად ნეიტრალურია პროექტები. ამავე დროს, იყო ჩვენი დარწმუნების მცდელობა, რომ ამ ყველაფერს აქცევენ ყურადღებას და EED-ი შეცვლის თავის დამოკიდებულებას, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის იმედად ვერ ვიქნებით. ჩვენ ვიცით, რომ EED-ი აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს ჩუმად, ვიცით, რომ აფინანსებს რადიკალურ ჯგუფებს ჩუმად, ამიტომ ეს პრაქტიკა უნდა იყოს საჯარო ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა ვიცოდეთ, რასთან გვაქვს საქმე. ამიტომაც გასაკვირია, ერთი მხრივ, იმის აღიარება, რომ არის პოლიტიკური ფული, რომელიც შემოდის საქართველოში და, მეორე მხრივ, ყალბი ნარატივების დამკვიდრების მცდელობა, რათა ხელი შეუშალონ საკანონმდებლო რეგულაციას. ამ ორი საკითხის კომბინაცია აჩენს კითხვებს, რა განზრახვები არის იმ ორგანიზაციების უკან, რომლებიც საქართველოში ფულს ხარჯავენ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო