ორგანიზატორები მოქალაქეებს 18:00 საათზე პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, 18:00 საათზე საკანონმდებლო ორგანოსთან შეიკრიბებიან.

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონის“ ინფორმაციით, ვინაიდან რელიგიური კვირეულია, მსვლელობები იქნება სპეციფიკური.

"ჩვენი ბრძოლა გრძელდება. ჩვენ არ ვაპირებთ შევასვენოთ მოძალადე პოლიცია, რომელიც ძალადობს ყველაზე განურჩევლად, ქალებსა და ბავშვებზეც კი!არაფრად აგდებენ რელიგიურ დღესასწაულებსაც. სასტიკად დაგვარბიეს დიდ ხუთშაბათსაც და წითელ პარასკევსაც, ამიტომ, ჩვენ დაუშვებლად ვთვლით, ოდნავ მაინც დავასვენოთ ეს ჯალათები.

ვინაიდან რელიგიური კვირეულია, ჩვენი მსვლელობები იქნება სპეციფიკური, თხოვნაა, ეს გაითვალისწინოთ, იქნება ძალიან ბევრი პროვოკაცია და მზად იყავით. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ზრდილობიანად, სუფთად და ლამაზად უნდა ჩატარდეს მსვლელობები.

თხოვნაა, წამოიღოთ სანთლები.

მოსალოდნელი წვიმისთვისაც იყავით მზად”, - წერს მოძრაობა „დაფიონი“.

ამასთან, მოძრაობა "სირცხვილია" სასტუმრო "პარაგრაფთან" 18:30 საათზე აქციას აანონსებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება