გრიგოლ გეგელია - 2 მაისის აქციაზე სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული ტერორიზმის მკაფიო გამოვლინება ვნახეთ - მინდა, რუსულ რეჟიმს შევუთვალო, ვერც ერთი მათი „ტიტუშკა“ და ცალტვინა მოძალადე ვერ შეგვაშინებს

2 მაისის აქციაზე სახელმწიფოს მიერ დასპონსორებული ტერორიზმის მკაფიო გამოვლინება ვნახეთ, როცა რიგი ფედერაციებიდან და უწყებებიდან სამოქალაქო ფორმებში მოსული პირები სახლისკენ მიმავალ, მშვიდობიან მოქალაქეებს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ლელოს“ საგარეო მდივანმა გრიგოლ გეგელიამ განუცხადა.

როგორც გეგელიამ ამ კონტექსტში აღნიშნა, ბიუჯეტი - ქართველი ხალხის ფული ხალხის წინააღმდეგ გამოიყენება, ჯანმრთელობის შელახვისა და დაშინების მიზნით. გეგელია იმასაც ამბობს, რომ „რუსი არარაობები განწირული არიან კრახისთვის“.

„მე ამას სახელმწიფოს მიერ დასპონსორებულ ტერორიზმს ვუწოდებ. ესეც რუსული ხელწერაა. ეს არის სწორედ ის, რაც რუსეთში აქციების შემდეგ ხდება, როდესაც გაურკვეველი პირები მშვიდობიან მოქალაქეებს დასდევენ. არის მცდელობა იმისა, რომ სამოქალაქო პროტესტი გატყდეს, მაგრამ მინდა რუსულ რეჟიმს შევუთვალო, რომ ჩვენ ვერც ერთი მათი „ტიტუშკა“ და ცალტვინა მოძალადე ვერ შეგვაშინებს. ჩვენ ვიცავთ სამშობლოს და სახელმწიფოს! ასეთი ერთი გაგვაჩნია! ჩვენს წინააღმდეგ როგორი ბალასტის გამოყენებაც არ უნდა ეცადონ, არავის არ გვეშინია და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. შეიძლება ერთ დღეს ერთ ადამიანს მოერიო, მაგრამ ვერავინ ვერასდროს ქართველ ერს ვერ მოერია! რუსი არარაობები კრახისთვის არიან განწირული. 27 ოქტომბერს დილით ჩვენ მათ მათივე „ტიტუშკებისგან“ დავიცავთ, რათა ხალხმა ზოგიერთი მათგანი ქუჩაში კადაფივით არ ათრიოს“, - განუცხადა ჟურნალისტებს გეგელიამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს